Sunday, June 1, 2014

ჩემი პორტფოლიო

 იხილეთ ჩემი პროექტის,, ექვთიმე თაყაიშვილი- საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი,,
 პორტფოლიო

მერვე დღე

ეს დღე იყო ძალიან ნაყოფიერი, შრომატევადი, მაგრამ უაღრესად საინტერესო. ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი ტრენერის, ნინო მარღიშვილის, რომელიც ამომწურავად და  ხარისხიანად გვიხსნის ყველა  დეტალს. დღეს ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა  დრაივში და მისი გამოქვეყნება ბლოგზე ბმულის სახით. ვისწავლეთ ,აგრეთვე, უკვე ატვირთულ საქაღალდეში ცვლილებების შეტანა, კორექტირება,  შევცვალეთ დიზაინი, ჩავსვით საათები ჩვენს ბლოგებზე, ასევე კალენდარიც,ძალიან ვიღლებით, მაგრამ გვიხარია, რომ დამოუკიდებლად ვახერხებთ რთული სამუშაოს შესრულებას.  მადლობა ყველა ს თანამშრომლობისთვის!

Saturday, May 31, 2014

მეშვიდე დღე

 დღეს დავასრულეთ მოსწავლეთა ნაშრომები, გავაკეთეთ უკუკავშირები, ზოგს დავუკომენტარეთ ნაშრომი,.გავეცანით მე6 მოდულს,, დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისათვის, ასევე  მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებას.პროექტის შაბლონში შევიტანეთ სპეციალური საჭიროებები.მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისათვის შესაბამისი დავალებების შერჩევა.ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება
 საშინაო დავალება:წავიკითხო მე-6 მოდული- მოსწავლეთა აზროვნების საფეხურებრივი განვითარება

Monday, May 12, 2014

მეხუთე დღე 12 .05.

დღე იყო ძალიან შრომატევადი და საინტერესო. დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა drive-ში    რედაქტირება და გამოქვეყნება ინტერნეტში. არანაკლებ საინტერესო იყო  embed cod-ის ჩასმა ბლოგზე
 გავეცანით მესამე მოდულის  პირველ ნაბიჯს, კერძოდ, ,,საავტორო უფლებებს, გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონს, რომელიც შევინახეთ
 ვისწავლეთ ბლოგზე პოსტის წაშლა.
 ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა, შევინახეთ, ვიდეო ფილმი ჩვენს ბლოგზე.
დავამატეთ ინფორმაციული ობიექტები, კერძოდ , სურათები. .
შემდეგ ჩვენი ნაშრომი დავაარქივეთ..

ვიდეო- ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი,,

პრეზენტაცია

Sunday, May 11, 2014

მეოთხე დღე

გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს
დღეს განვიხილეთ  შეფასების მეთოდები და მათი შესაბამისი ინსტრუმენტები. . გეგმის შაბლონში შევიტანეთ დროში გაწერილი შეფასების სქემა.. გავიხსენეთ პრეზენტაციის სლაიდების შექმნა, , გავამზადეთ სლაიდები პროექტისათვის, დავასათაურეთ თითოეული მათგანი, ჩავსვით სურათები, , შევინახეთ პროექტის გეგმა და გადავედით ბლოგზე. ვისწავლეთ  ბლოგის ფონის შეცვლა

Saturday, May 3, 2014

მესამე დღე
 ამ დღეს ძალიან საინტერესო სამუშაო გვქონდა. ვისწავლეთ პროექტის მიზნების წერა, ამისათვის გავეცანით  განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.შევავსეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვებით ჩვენი პროექტის შაბლონი.

Sunday, April 27, 2014

მეორე დღე

ვიმსჯელეთ პროექტის თემებზე. ვიმუშავეთ ბუკლეტის შედგენაზე, გავაფორმეთ  ჩვენ მიერ შერჩეული ბუკლეტის გვერდები წარწერებით, ფოტოსურათებით. მე ბუკლეტის შედგენა გადავწყვიტე რევაზ ინანიშვილის საყვარელი პერსონაჟების შესახებ. . დავიწყე მისი ბიოგრაფიით, . ახლა სხვა სამუშაოზე გადავედით, ამიტომ სახლში გავაგრძელებ წერას, პირველი მოდული სახლში სამუშაოდ გვაქვს.
 ჯგუფის წევრებს ელ- ფოსტაზე გავუგზავნეთ კომენტარები .
ძალიან ვხალისობთ.

Saturday, April 26, 2014

პირველი დღე

გავეცანით პროექტის შექმნის ეტაპებს, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ საინტერესო და სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი პროექტზე მუშაობის გასათავისებლად, ძალიან მომეწონა, რადგან პროექტზე მუშაობა ბავშვებს აუმაღლებს  მოტივაციას, გაუღვივებს ცნობისმოყვარეობას, და ,საბოლოოდ, მათ განვითარებას შეუწყობს ხელს.